Litclub.ge

უნდა წავიდე
აჰა, შენგანაც მივდივარ! მადლის წრიაპზე ვკიდივარ, 
გინდივარ თუ არ გინდივარ-უკვე ვერაფერს ვერ ცვლის. 
ჩემს მთებში მთაზე დიდი ვარ, შენს ბარში-ყველას "ვკიდივარ", 
ჩამწყდარი ბეწვის ხიდი ვარ და დაბნეული ვერცხლი... 

იცი, თვალს რატომ გარიდებ?-რომ დამივიწყო ხვალიდან. 
მე გაღმა უნდა გავიდე, უნდა გავიდე აწი! 
წამყვება ბევრი ვალი და კურცხალი შენი თვალიდან... 
ჩემს ორღობეში რა გინდა, შენი ბილიკით გასწი. 

ბოგას გასული გეტყოდი: მთელი ცხოვრება გეტრფოდი, 
მთელი არსებით გეტრფოდი, ხშირი სუნთქვით და ფეთქვით. 
ჩემგან სხვა რამეს ელოდი? შენი ხასხასა მდელოთი, 
შენი თვალების ჩეროთი დავიბენი და... ვერ ვთქვი.