როცა გრიგალი ბრუნდება ქარში,
ქარი-ნიავში და ქრება ჩქამი,
შენში თანდათან იღვიძებს ბავშვი
და ბავშვის თვალით უყურებ ამინდს.
აიყვან პეშვით ქოთქოთა წყაროს-
რამე სიცივეს და რამე სითბოს;
კაცმა რომ გკითხოს - წუხხარ თუ ხარობ,
წუხხარ თუ ხარობ კაცმა რომ გკითხოს.
ასეთ დროს ცისკენ მიიწევს ცეცხლი
,ცეცხლიდან-ალი,ალიდან - ნისლი,
ხოლო მიწაზე კვალს ტოვებს შეცვლილს
ღვინოში -წყალი და წყალში სისხლი.
და შეცვლილ კვალზე რო გინდა გავლა
და დათვლა მაჯის-ამ დროს რო გიცემს:
გვალვებით უნდა ებრძოლო გვალვას
და სიცხით უნდა ებრძოლო სიცხეს.