სოფელი შემომატარა,სვენებ-სვენებით ვიარეთ,
სათქმელი შემომაპარა - პირი გაეხსნა იარებს;
დიდ დედეს გაუმარჯოსო!- თავის მორჩილი დაწევით
გვეგებებოდნენ გზადაგზა სოფლის ალალი კაცები.
ვეკითხებოდი წარსულზე,მეკითხებოდა ხვალეზე,
მამა-შვილურად ერთმანეთს მოვეფერ- მოვეალერსეთ -
მთელ საქარტველოს ვხედავდი მთის მაღალ
საქართველოდან.
მთას ჰგავდა,მთაზე დამდგარი,ჩამოთოვლილი
თმაწვერით,
ხელჯოხზე ხელის დაყრდნობით,მეორებხელის
მოჩრდილვით,
ვუზიარებდით ერთმანეთს,რაც გულზე გვქონდა ნაწერი,
ის - რა თქმა უნდა - ბატონი,მე - მისი მონა-
მორჩილი.
ვუზიარებდით ერთმანეთს,გულის ხვაშიადს ვამხელდით,
იქვე,ბებერი თუთიდან ჩიტი გოდებდა ღაბუა;
ოლიმპიური სიმშვიდით იდგა ბატონი ახმედი -
შოთა ზოიძის მამა და ზურაბ ზოიძის ბაბუა.