არის წუთები,როცა არაფერს ეძებ
და არსებობს ჩქამი გახსენების ჩალის,
წააწრებს ამ დროს ლანდი მორბენალ ვერძების
და ორის ნაცვლად ოთხად კიტხულობს თვალი.
შაშვმა წაიღო ახლა დარლილი მზერა,
გაჩნდა მიზეზი ქორიც ვახსენოთ ბარემ,
შარშან,აქ იყო,ჩიტი იმსხვერპლა ძერამ
და არაფერი გაუგია ქარებს.
თუ ყველაფერი არაფრისკენ მიდიდს
და არაფერი ყველაფერია თავად,
უნდა ვიფიქროთ წუთისოფლით -ხიდით,
დაბადებიდან მოჩვენებებზე ვდგავართ.
მოჩვენებები...მოჩვენებები...შვენის
როცა კურცხალი მოჩვენებების მოწმეს,
ცოტა სიცხადე ამ დროს გადაკრავს წერილს,
ღმერთის კარნახით კაცის მარჯვენი რომ წერს.