ეცეკვებიან თითები ფურცელს,
უცნობი ქუჩის სილამაზეა,
თითქოს, საკუთარ კინო-ფირს უმზერს,
სულგანაბული ზის ფანტაზია.
მხურვალე სიო აღელვებს შროშანს,
მოზაიკების ეგზოტიკაა,
უფრო შორს, მთების კუზები მოსჩანს,
უდაბნოდან რომ ოაზისს ჰგვანან.
ჭაობისფერი პალმების ჩრდილქვეშ
მე ფოტო-კადრებს ვაგროვებ მზისთვის,
შენ გამჭვირვალე სურვილებს მიშენ,
საღამოს ხიბლი ერევა გზისპირს.
დგახარ, თვალების ალით მიზიდავ,
გიახლოვდები, რახან ასეა...
ღრუბელს ჩასთვლიმა მთვარის ქიმზე და
ჩილიმის ნისლში ჩაწვა აზია.