Litclub.ge

ზუ!
ფუტკარივით კეთილშობილო,
მე ახლაც მახსოვს შენთან პურობა,
დედაო მიწავ, მიწავ მშობელო,
შენ გვაპატიე უმადურობა.

გხნავდით, გთესავდით წელგამართულნი,
ზუს ძმაც ვიყავი და ბიძაშვილიც
და ვღიღინებდით ურმულს ქართულად,
კოლხეთის ველად ზღვისკენ გაჭრილნი.