Litclub.ge

ვანი
სავანე,
გინ დავანება,
სიტყვაში ცურავ ჩქერის კალმახი,
გალაქტიკების მღვრიე ბანებმა
აღმოგაცენეს ლორთქო ბალახი...

და რომ არ ჩახმე იგი მოგხედავს,
ღრუბლებს მორეკავს უთეთრეს ფთილად...
კვლავაც გიდარდებს ვეშაპის დედა,
`როს ცა გაახელს დღის თვალებს 
ფრთხილად”.
სამშობლოს ჩიტი
`ბეღურები სამშობლოში კვდებიან”
ახლა ყვავილობს ჩვენში კეხურა,
ტაროსი დადგა ერთობ უწესო,
არ დამისველდე ჩემო ბეღურა,
სამშობლოს ჩიტო, _ უერთგულესო!

გამოგივლია ცივი ზამთარი,
ციოდათ ალვებს ცაში აჭრილებს,
არ გიძებნია სხვაგან მთა-ბარი,
შენმა ფიჭვებმა გადაგარჩინეს.

პატარა ჩიტო, როგორ მაოცებ,
სამშობლოსავით... ვოი, ბედკრულო.
მოდი გაგათბობ, თან ბევრს გაკოცებ,
ჩიტო ბეღურა, _ ქალზე ერთგულო...