ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს,
ყველა კუთხის გმირობები მსმენია,
საქართველოვ, უბათუმოდ ვინა ხარ?!
საქართველოვ, ბათუმიც ხომ შენია.
და ფარს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა,
სახელი კი შენ გაგითქვამს იმით, რომ,
ისტორია შენი გაშვილიშვილდა.
გახურებულს ზღვა და სხივის ალები,
გშველის, როგორც ქალის თბილი ალერსი,
ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები,
ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.
შვილიშვილებს უყვები და ცრემლები,
გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება,
ვაი, როგორ ახალგაზრდა ბერდები...
საქართველო ბათუმიდან თენდება.