მდუმარედ ვყლაპავ
მეხთატეხის შუალედურ შემოძახილებს,
გრძნობის დარაბებს,
გარდავუალ დღის გარდუვალობას
და Fფრთების დაბერებას.
თითქოს გავუცხოვდით
მე და პირვანდელი წყურვილის განცდა,
რომელიც გაშრა
და მშრალ ადგილებს ჩემს წარსულში
ახლიდან ვერ ვხნავ
და ვერც ვარწყულებ.
ვეღარ გამაქვს ფიქრი
ფიქრის გარეთ _
სიტყვებად, სტრიქონებად და
კიდევ სიმღერებად,
რომელთა არსებობაც მითრთოლებდა
შინაგან ფოთლებს
და თვალებს,
რომლებსაც ვთესდი
ჩვენი სულების
უფსკრულებში და ჯურღმულებში.
ხელოვნური ფრთები ჩამოარიგეს,
არადა ხელს ვერსად გაშლი,
გავსილია უცხო ხალხით
ქალაქის სივრცე
და თევზივით დავცურავ მასში,
ბრბოში,
ბაზარში. . .
თითქოს გავუცხოვდით
მე და პირვანდელი წყურვილის განცდა,
რომელიც გაშრა,
რომელიც გაშრა.
მეხთატეხის შუალედურ შემოძახილებს,
გრძნობის დარაბებს,
გარდავუალ დღის გარდუვალობას
და Fფრთების დაბერებას.
თითქოს გავუცხოვდით
მე და პირვანდელი წყურვილის განცდა,
რომელიც გაშრა
და მშრალ ადგილებს ჩემს წარსულში
ახლიდან ვერ ვხნავ
და ვერც ვარწყულებ.
ვეღარ გამაქვს ფიქრი
ფიქრის გარეთ _
სიტყვებად, სტრიქონებად და
კიდევ სიმღერებად,
რომელთა არსებობაც მითრთოლებდა
შინაგან ფოთლებს
და თვალებს,
რომლებსაც ვთესდი
ჩვენი სულების
უფსკრულებში და ჯურღმულებში.
ხელოვნური ფრთები ჩამოარიგეს,
არადა ხელს ვერსად გაშლი,
გავსილია უცხო ხალხით
ქალაქის სივრცე
და თევზივით დავცურავ მასში,
ბრბოში,
ბაზარში. . .
თითქოს გავუცხოვდით
მე და პირვანდელი წყურვილის განცდა,
რომელიც გაშრა,
რომელიც გაშრა.