ვაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა!
ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა?
ვსთქვამ მსმენელთაცა, სულ მიუღებს მათსა ლხენასა;
თქმა აღარ ძალ-უცს უნუგეშოდ მაშვრალს ენასა,
უძღვენ სიცოცხლე საუკუნოდ შუქთ-მოფენასა!
ვგმე იგი ჟამნი დრკუ და ავნი, გასამწარენი,
ვნახე რა სხივნი, გულთ სატკივნი, მიმო არენი;
თალხნი ჩაეცვათ, სრულ მოეცვათ შუქთა არენი;
ვით ბნელი დღეს-თან, ჩემს ხელ-მქნელ-თან ეს-გვარ მენასა!
ელვათა კრთომას, მუდამ ხსოვნას, ვერ უძლო გულმან,
სადა ბარანთ-თან მხლეთა ინდთა ქონამან სრულმან,
ბადახშმან ლალთა, ბროლ-ფიქალთა შენართავ-თხზულმან,
მთვარე-მან მცხრალმან, შუქით მკრთალმან, კართა დახშულმან,
არ მიმცა მცირეს გასაკვირეს მოსაწყენასა!
გამოკრთა ელვა, ვითა ღელვა, მიმტაცა ცნობა!
ტყვე-ქმნილმან გულმან, დადაგულმან, ვერა ჰყო თმობა!
ხვეწნა-მუდარით, სასუდარით არ ითნო ყმობა!
თუ არ მკვლელობა, სისხლთ მსვლელობა, ვერ ვნახე ლმობა!
ეს გიჯობს, თავო საესავო, მიჰყვე თმენასა!
თქმულა: \\\"მოყვარე საყვარელსა დაუძაბუნდეს, -
მას იგონებდეს და მონებდეს, სტრფოდეს და უნდეს, -
მის ჭირსა ნაცვლად თავი მისცეს, აღარ დაყმუნდეს,
ჰყოს მისი ნება და ქენება, მიჰყვეს და უნდეს!..\\\"
თუღა ვინმე მგმობ, ამასა ჰყოფ მოსახსენასა!