Litclub.ge
ციკლიდან
ვარსკვლავი ისე მეყვსეულად
განიმქვრა ცაზე,
თითქოს ვიღაცამ შეატეხა ალუბალს ტოტი.
დაე, ნურასდროს მოგეშალოს,
მდინარევ, შენში
გოგო-ბიჭების უცოდველი ჭყუმპალაობა.
მხოლოდ ფრინველებს არ სჩვევიათ სიმაღლის შიში,
მაგრამ ისინიც ვერ უძლებენ
სულ ცაში ყოფნას.