Litclub.ge

სულის კათარზისი
ჩემში, როგორც მარადისი
_ იბადება ღვთაება...
მემართება კათარზისი,
სიღრმეების განღება!
კატასტროფა ხდება გონში,
იწურება აზრები...
მეპარება რისხვა, ტონში
იძულებით განგების.
განაწირი ბედისწერა
ჩემს ჩარჩოში მოძვრება;
აღსასრულის უფრო მჯერა,
რომ უთუოდ მოხდება!
დამფრთხალია გრძნობის ძალა,
ირევიან წამები...
არსებობამ გადამღალა,
_ ეკლის ქსელში გავები.
_ ჩემში, როგორც მარადისი,
იბადება ღვთაება...
მემართება კათარზისი
_ სიღრმეების განღება!