გრაფიკით ჩქეფენ შადრევნები ჩვენი ქალაქის,
თქვენც ამ ქალაქში ცხოვრობთ და სუნთქავთ!
თუმცა რა ვქნა, რომ მე ვერ ვხედავ
ჩემი ფანჯრიდან,
მაგ სანახებს,
მაგ ნაკრძალებს და მაგ წალკოტებს.
არც ეგ რითმები იქარგება ჩემი ფანჯრიდან.
და წელთა უსასრულობამ და ადამიანთა უსუსურობამ
რაც კი დაკარგა,
და რისი ყდაც არის ვარსკვლავებით მოჩითული ცა _
მხოლოდ წყარო თუ დაამღერებს,
ისიც ჩურჩულით და მორიდებით.
თქვენ კი აქ ცხოვრობთ და არასდროს ტირით?
მაშ, როგორ უწევთ სოლიდარობას სახლებს, როცა ზამთარში
საკვამურიდან ამოსდით ჭაღარა თმები?
ვის ეხუტებით დილაობით მინერალური წყლის ბოთლის მაგივრად?
ვის ეტრფიან ეგ თქვენი ბაღები?
მაგ თქვენი ბაღების ხეთა ჩრდილები,
რომლებიც ჩემი ფანჯრიდან არასდროს მოჩანან?!
ღამეა, მოვკვდი გაცოცხლების დაიმედებით,
ჩამომრეცხეს დღეები, თვეები და წლები.
და აქ უფლება გვაქვს ჩასუნთქვის,
და ჩამორთმეული გვაქვს უფლება ამოსუნთქვის _
გრაფიკით ჩქეფენ შადრევნები ჩვენი ქალაქის
და წყაროვ, აწ შენ თქვი ჩემი სათქმელი.