Litclub.ge

მარათონს მოსწყდა
მარათონს მოსწყდა იმ აშარი ვნებიდან _ ხაზი,
სართულთა შორის, რად იელვა სივრცობრიობამ?!
ჩასახლდა სულში უბოროტეს სიკეთის მადლი _
ნიადაგიდან აორთქლილა ძვლების სერობა...
მოვარდა რუხი სკანდალების მყინავი შფოთი.
გრძნობის ჯუნგლებში გადაცვივდა ჰავის სინესტე.
რად მაკლდა ოდეს, შეძენილი სიმძიმე თვალთა?
ტვინიდან გასულ არტერიებს აშრობდა მზერა.
_ არსიდან წუთმაც, ვერ აღიქვა მრგვალი კვადრატი!
და მტკივან ტანზე ჩაიტვიფრა ნატერფალები.
ამოიოხრა სულისფერთა რბილმა სისველემ,
ვით ქალის კოცნა, ბაგეებზე შემაშრა ღელვა...
გაქონდა ზარი და კივილი ალერსის ბახუსს.
მე მთელი გონით ამოვთხარე მსოფლმხედველობა...
მოგონებიდან ვინ კაწრავდა მძაფრ-ბედ რომანებს?!
გადაგლეჯილი და გართხმული წინიდან _ უკან.
სულთა კარდინალს დაეთხოვა ჩემი ინტიმი,
და იგრძნო აზრმა საშინელი უმაქნისობა _
რომელსაც სევდა და სიმძაფრე შემოჩვევია!
_ რად იკბინება, იშხამება ვნების ორგია,
როცა სიხშირით ესეტყვება ნალექი აზრი.
ვით კარდინალი, აღჭურვილი წითელ მანტიით _
მრავლდება ხელში ჩამოყრილი კრიალოსანი _
უეცარ მსხვრევით...
ო, შინაგანად გარდატეხილ სიმხეცეს ველტვი
და ყბათახლეჩვით დასივებულ უმსგავსოებას!
_ ვიშორებ ფორმას და ვჭამ დროებას!..