Litclub.ge

მოწამლულ ჰაერს
მოწამლულ ჰაერს უერთდება რონოდის შმორი,
გრგვინავს ვოკალი, უსასრულო გარდასახვების;
გამტანჯველ ტკივილს აეკივლა ხორცის სიმსივნე,
მირაჟთა წყება დაიტბორა სივრცის მანტიით.
გაკრთება სადღაც, უხერხული სულთა ორგია,
შემრისხავს უმალ, მოშიშარი, აშარი შტრიხი...
უენო ლაყაფს გაექცევა ყრონტის დაძაბვა _
და გადასკდება ხელისგულზე სამყაროს ლანდი;
მისტიურ მანდილს ემსგავსება ხმა _ სასწაული,
როს გვამთა გუმანს დალპობისკენ წასვლია ფერი:
მივარდნილ მტევანს ეკაწრება ძარღვების მასა!
გადაქუფრული ნოსტალგია გადაიხრწნება
და შემაჟრჟოლებს ცივ კანკალით, ვნებათა ტევრი.
_ კვდება მეასედ, მოვლენილი ორჭოფი აზრი,
ტვინში სივდება პედანტური წარმოსახვები.
ფარსია ყველგან, სიუხვეში ჩაიმსხვრა წამი _
მოაწყდა ბაგეს ათასგვარი, სხვა უტოპია.
_ მოვედ და წარვედ! _ გავიარე ფიქრის პროსპექტი~!,
ხედვათა არსი, თვალბუდეთა განზომილებით, _
შეუფარებლად გაშიფრავდა ვიღაცის სხეულს!
აუტანელი ლტოლვებიდან გამოპარული
და განძარცული შთაგონების მცირე ნიუანსი.
ქანაობს ეტლი! თუ რონოდის ირწევა რკინა?
სად მისრიალებს ჩემი გარსი, სხვებთან ნარევი?!
იწყება კვლევა, შინაგანი პარადოქსების,
გონის სიმძაფრით აიხსნება ჩემი პროფილი:
_ ვხდები მორჩილი, ვინანიებ სიმრუშის წვეთებს
და წამლავს ჰაერს შელახული _ მენსტრო-გრაცია...