არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბოროტი,
წახვედი ჩემგან და მახინჯი გამხადე;
პირველად მომენდე, მაკოცე ბოლოს კი
მიმაგდე!.. სხეულში ნაგანის დახლამდე...
იმ დღიდან მსოფლიომ ჩაიცვა ძაძები,
იმ დღიდან მსოფლიომ ცრემლები იგემა,
და გული წლეობით ტრფობისთვის ნაძებნი
ჩემს დაუკითხავად ეშმაკმა იჩემა...
დავნებდი ალბათ ბედს, განგებამ მაჩვენა,
თუ ზოგჯერ ერთმანეთს რა სწრაფად ვივიწყებთ;
შემეძლო სიკვდილი და ან გადარჩენა,
მაგრამ დღეს ბედს თურმე ფორმულა ”ვინ - ვის” წყვეტს!..
არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბოროტი,
არასდროს მინდოდა მეთქვა რომ დავმარცხდი,
და მაინც, სულისთვის ვიბრძოლებ ბოლომდის,
ჰა ეშმავ, იკმარე, ხორცით ხომ დანაყრდი!..