Litclub.ge

უბრალო სონეტი
ჯიბეში ხმელ-ხმელი მეფშვნება კესანე,
მივალ და სოფელში სურნელობს აპრილი,
ქუსლებში კენჭებს ვგრძნობ ველურ წინაპრივით,
რომლებიც ტკივილებს წარსულს აკემსავენ.

ვერთობი ღელეში კენჭების სროლაში,
როგორი ხისტია ქალაქი აქედან,
გოგოსთვის მიყვარხარ-ს თქმას რაფერ გავბედავ,
მერე ვეღარ მივალ სასირცხოთ სკოლაში.

მივდივარ... რამდენი რამ დამრჩა უთქმელი,
მივდივარ... მიწიდან მხოლოდ ცის კარამდი,
მივდივარ... ვერ მიძლებს მკერდში ეს თავნება...

არ შემრჩა მე ერთიც აქ თანამსუნთქველი,
პატარა ბიჭივით მიყვარხარს ვმალავ და,
ბავშვობაც ყრმობასთან უვადოდ ზავდება.