Litclub.ge

ალიხე... მალიხე... სალიხე...
სლუკუნშიც გიცნობდი, რატომ ვერ გათვალე, 
პირიქით, გათვალე ან იქნებ, 
გაუყვა ოცნება ცრურწმენის ნაკვალევს, 
“ალიხე, მალიხე, სალიხე...” 

დუმილზეც შეგიცნობ, სუნთქვის შეკავებით 
ფილტვები უცებ არ გაიხეს, 
გამომდე ოცნება მოდურ ხელკავივით,
“ალიხე, მალიხე, სალიხე...’’ 

ნაცნობი ხმაურიც გაუცნასხვაფერდა... 
წვიმა კი მძივებად აისხეს 
ტუჩებმა. და ახლა ოცნებაც დაბერდა, 
და ვუკმევ... “ალიხეს... მალიხეს!”