Litclub.ge

სულების გასეირნება ანუ 1+1=1

(მამა პეტრე კვარაცხელიას)

უცებ რა მხსნელივით გამოჩნდი მამაო,
ამ ჭურჭელს არავინ ავსებდა აქამდე,
(რომელსაც სულიერს ვუწოდებ ამაოდ,)
ნარჩევი კუნჭული იქ თქენთვის გადავდე.

და ალბათ ამიტომ მოიჭრა ის სული,
რომელიც ზეცისკენ ფიქრებს გაჰყოლია,
გვეყოფა ორივეს კელია, ფიცრული,
იების - მელანი, ფურცლად - მაგნოლია.

გვეყოფა ორივეს განცდების გარეშეც
მოვტაცოთ ქარიტებს უშრეტი იდეა,
ზენაა, კაცი, თუ მუზათა თარეში,
ზღვასავით ურჩი და კლდესავით მშვიდია...

გასცდება ნაპირებს, ხეობებს აჰყვება,
გათელავს ჟვავივით დანამულ საწუთროს,
ბავშვივით მორცხვი და ბავშვივით თავნება,
ეცდება ლაჟვარდიც რომ დაისაკუთროს.

და ორი სხეულის ერთი ნაკვალევი,
ნაპირბს მიჰყვება, ოღონდ არ - ეულად,
სულთა ნატეხები რაღაც საკრალურად,
შერწყმულან და ორნი ერთში არეულან.

ზეპურად ნარჩევი სავანე გადავდე, 
(რომელსაც თქვენს მერე არ ქვია ამაო,)
ამ ჭურჭელს არავინ ავსებდა აქამდე, 
„ოსანა“, მხსნელივით გამოჩნდი მამაო.