მართმევ სხეულს და მომავალს კი წარსულში მარხავ,
ახლა სიტყვებიც, როგორც მე – შენ მეზედმეტება,
გაუსაძლისად მტანჯავს სისხლის არშედედება,
შენ ნერწყვს ვერ ყლაპავ და სიმშრალით გევსება ხახა.
...
ვიოლინოს ხმას აუტანლად მინაზე კაწრავს -
სიცოცხლის ჟინი - წამებსაც რომ აქცევს დეკადად,
სხვისი ხელებით გამომწვლილე რაც თუ მებადა,
და სამუდამოდ გაიკეთე ღიმილზე აცრა.
...
მოკლეა აწმყო, მომავალიც რა შეგხვდა - ხურდა,
წარსული კიდევ წამდაუწუმ გირტყამს ხელუკუ,
ცივი მარყუჟით გაიკეთე მაშინ სეპუკუ*,
როცა სიცოცხლე თუნდაც ჩემზე მეტადაც გსურდა.
მლაშე სიშორე ამოავსებს სისხლით ჩემს კუნკულს...
დავრჩებით მარტო, შენ შენივე, მე კი ჩემს სულთან.
* სეპუკუ - იგივე ჰარაკირი