Litclub.ge

თეთრ-ვარდისფერი რაფსოდია
ღამე ირთვებოდა საპატარძლოდ,
თოვლი მიტმასვნოდა სხეულს კაბად,
ქუჩას პეპლებივით ევლებოდნენ,
თავბრუდახვეული ფანტელები.
თეთრ-ვარდისფერ-ფერთა მისტერიას,
ვალსი ჩაიკოვსკიმ შეუხამა,
ცეკვა მაგონებდა ისტერიკას...
ბრუნვას დედამიწის გამგელებით.

ფატა მოჰბარდნოდა საპატარძლოს,
თეთრი თაიგული, მაგნოლია...
კოცნას უკარება ყინულივით,
არაფრისდიდებით იკარებდა.
ვალსი დამთავრდა და ქუჩის ბოლოს,
აჟღერსევდიანდა რაფსოდია,
ფირზე მოგონების ყოველივე,
წამის მეათედიც იკადრება.

ასე იმართება ქორწილები,
როცა სისპეტაკით იმოსები,
ბოლოს მზის სიმსხივი ათრთოლდება,
დნება შენი კაბა ნაცისკრალი,
ღამით ოცნებების ანაბარა,
რიჟრაჟს მივყვებით და ვსხივოსნდებით,
უკვე მიღწეული ნირვანამდე,
დილა ქორწილს გვიშლის, საზიზღარი.