Litclub.ge
* * * "როცა ცხოვრება "
როცა ცხოვრება
შაქარყინულია
და ტკბილად გადნება _
არას ჩივი...
_ როცა ცეცხლის წვიმად გექცევა,
აი, მაშინ
სად გაიქცევი,
ვინ შეგიფარებს _
იფიქრე და... _
სასიცოცხლო შაქარყინულიც
მხოლოდ იმას გაუნაწილე.