Litclub.ge
ცისფერი ვარსკვლავი
იქნებ ეს ფიქრიც
ღრუბელია _ სხვა არაფერი _
წავა და ცაზე
დაფანტვამდე იხეტიალებს...
და ვინ გაიგებს, ან ვინ შეიცნობს
შენი ცხოვრების ნისლეულში
რად ჩავიძირე,
ან რატომ მინდა,
ჩემი ცეცხლით რომ ანათებდე!