გეტყვი: \"ნახვამდის\",
არა _ \"მშვიდობით\",
აღარ შეგვხვდება
საკუთარი თავი
არასდროს,
წავა და სადმე იხეტიალებს,
წუთისოფელს პირამდე გალევს,
მაგრამ უშენოდ,
უყველაფროდ,
ნახევარსულად,
რადგან ისეთი თვალები გაქვს,
ისე მიცქერი, რომ არა ღირს
სამუდამოდ
შენთან დარჩენა...