Litclub.ge

ბოჰემის მონოლოგი
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა თვითმკველობის.
არა მსურს ვიყო ვიკტორ ჰიუგო, ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა სიგიჟის.
არა მსურ ვიყო ბედნიერი როგოც გოეტე.
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა ჭლექისა!
დღერგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა:
სიგიჟე,ჭლექი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ-ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და გვარი შენი რაინდული არის -ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,
დიდი სიცოხლე!
უთუოდ ჰქონდა ბუასილი ”ფაუსტის” ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ,მორის როლლინა,ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო -ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა
სიგიჟე,ჭლექი,ალკოგოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!