Litclub.ge
პოეტი მაინც...
ხან მარტვილია,
ხანაც - მესია;
თან წერტილია,
თანაც - ანთარი!
პოეტი მაინც...
ერთი ლექსია -
ობლის ცრემლივით
ცამდე მართალი.
ვისთვის ღვინო და
ვისთვის - წყალია;
ქარია მისი
ქორონიკონი.
პოეტი ზოგჯერ...
ერთი პწკარია -
ყაყაჩოსავით
ცხელი სტრიქონი.