Litclub.ge

ლივდი
მამადავითზე ავდივართ ორნი, 
თუმცა... 
ბინდია უკვე - მესამე.
რწყავს მარმარილოს momento mori - 
გრილ პანთეონის მონათესავე. 

აქ ისე სიოდ ამოდის ქარი - 
გრაგნილი შორი - ნიაგარების 
ნელია სურო და საყდრის კარიც 
მშვიდია, როგორც 
ყდა სახარების. 

ლეკვიც არ შეჰყეფს 
მთაწმინდის მთვარეს, 
ისე მკრთალია 
და ისეთი, რომ.... 

თუ პოეტი ხარ, 
აქ დაამთავრე... 
სიკვდილმა რომ არ 
დაგიზეპიროს.