Litclub.ge

კორიდორია...
კორიდორია
სითეთრე და სითეთრე და ა.
შ. მშვიდი
თანაც სხვანაირი გეაცინტები
არ გენატრება
თანაც ჰაერს მალულად დააქვს
სიჩუმე შენი 
და ხელები მიასვენებენ
ცხედარს
რომელიც დაიჟინე
მელანქოლიურს
თანაც უიღბლოს
და როგორღაც თოვლში ჩაწვენილს
და თვალებია 
ღამეების შავი სქოლიო
გაურკვეველი 
უცნაური და ხელნაწერი
მერე ჩერდება 
შადრევანთან 
მუქი ფარდებით
ეტლი
ესწრები საკუთარი ღმერთის ფორიაქს
და შვეიცარი უსათუოდ უარყოფითი
პერსონაჟია
სითეთრე და კორიდორია
აღარაფერი ეშველება წაგებულ დუელს
წაგებულ თამაშს
ლამაზ წარსულს
გულის ათიანს
არაფერია 
სითეთრეთა ტანგოა და ე.
წ. მწველი
თანაც სხვანაირი ორშაბათია.