Litclub.ge

ნე
იცი ნე 
აქ მზე ისე იშვიათად მეღიმება 
ისე იშვიათად 
ლამის სიცხიანი ქუჩაში გამოვიდე 
გამვლელ-გამომვლელი 
ყველა სათითაოდ გავაჩერო და 
სიყვარულში გამოუტყდე 
მზემ კი მეტისმეტი მორიდებით 
ქალწულობა დაკარგოს და 
გაწითლდეს 
ირლანდიური "Pub"-ები და 
მზე რომ ყველაზე ახლოა 
იმ ქუჩაზე მოსეირნეს 
უფრო ხშირად უჩემობა მემართება 
უშენობა ხომ ლამის 
საძილე არტერიად მექცა და 
როგორც არ უნდა მინდოდეს 
ოცდაოთხი საათი მესინჯება 
უარესს გეტყვი 
დღეს ავტობუსის გაჩერებაზე 
საკუთარმა თავმა ჩამიარა 
ისეთი ბედნიერი ჩანდა 
იქნებ თბილ სახლშიც ბრუნდებოდა 
რა დამემართა 
კიდევ კარგი 
ენაჩავარდნილს ვიღაცამ საათი მკითხა 
ნე შეშლილობამდე მივყავარ მარტოობას 
ისე უტეხად შემომცქერის 
ლამის თვალები დავითხარო 
დაბოლოს და თუ მაინც ვინმე 
ჩუმად იმიტომ კი არ არის 
რომ სათქმელი არაფერი აქვს 
უბრალოდ გულწრფელია 
დაღლამდე ჩვენი 
იცინე?