რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,
ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში
დედოფალი იმედივით რომ იწურება!
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია
ჩემს აივანზე ატუზული, მეზობლის კატა.
როცა ისე მშვიდად შემიძლია გამოვაღო
ნოემბერი...
ცა-ჩალეწილი ფანჯრებიდან
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო.
იმ ყვავილების და
იმ ყვავილების,
იმ ყვავილების და
კიდევ იმ ყვავილების სურნელივით, შემოგედალალე.!..
რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები,
თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი
უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე, როგორი აპარპალდა ჩემს ფანჯრებთან
შუაღამე,
შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის
ხიდივით ბეწვის,
და კანივით - ცა როგორ მეწვის...
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები
მიყრია მაგიდაზე...
და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს.
ჰო, როგორმე არ იწვიმოს,
ოღონდ არ იწვიმოს ...
შემოგედალალე !