Litclub.ge

გაზაფხულდა
გაზაფხულდა, 
კაკლის ტოტებს შემოვევლე... 
ბიბინებენ... 
ბიბინებენ მინდვრები, 
ხეებს თავი დაუხრიათ 
როგორც მხევლებს, 
მე კალოზე თავთავივით 
ვიმტვრევი. 

ვაზის მტევნებს დავეხვიე 
ფუტკარივით. 
ვარდობისთვის 
გადავშალე კოკრები. 
უხარიათ... 
ჭეშმარიტად უხარიათ... 
როგორც ყვავილთ, 
სატრფოსათვის მოკრეფილთ, 

მარტის დღეებს დავაფარებ 
ირონიას, 
აპრილს ვეტყვი 
საგალობელს უბრალოს. 
მირონია... 
ეს ცხოვრება მირონია... 
შენი ხელით რომ გვიბოძე 
უფალო. 

გაზაფხულდა... 
გაზაფხულდა... 
გაზაფხულდა... 
სისხლის ფერად დაიფერა 
შვინდები. 
მე კი დავრჩი აჩრდილივით 
ჩემს წარსულთან, 
თან სიცოცხლის გამრავლება 
მინდება. 
მინდა დავრგო, 
მინდა დავრგო ბევრი ნაძვი. 
ერთი სუნთქვით, 
ერთი სუნთქვით მეტია... 
აღარც მცივა! 
აღარც მათოვს! 
აღარც მაწვიმს! 
ჯერ ხომ კარი 
არ 
გამომიკეტია.