მენდე!
ახლა ეს ბაღიც უფრო მშვიდია
მენდე!
მე ახლა უკეთ შემიძლია მოგყვე ჩემზე.
შენი ქათქათა ხელები მანდე!
მინდა უფრო ახლოს მოხვიდე ჩემთან.
მინდა შენი ხელების სითბო.
მინდა, შენი ხელების სითბო
ჩემი ხელების სიცარიელეს შევუერთო.
იქნებ ასე უკეთ მოვიდეს
შენამდე
ჩემი
შენაღონები,
სიცოცხლის ხაზი.
მენდე!
მანამდე უნდა მოიწყინო,
ვიდრე ამის საშუალებას მოგცემენ სხვები.
რადგან ძალიანაც რომ მოინდომო,
ასე ვეღარავის დაადანაშაულებ.
მენდე!
ჯობია უფრო უბრალოდ გეცვას
ვიდრე გაცვია.
ასე უფრო ახლოს მიხვალ იმასთან,
ვისაც მეთელი გულით ეყვარება შენი შიგთავსი.
შენზე ლამაზად ჩაცმულებიც ბევრნი არიან,
შენზე ლამაზად გამოძერწილნიც.
მენდე!
ოღონდ არასდროს მკითხო,
რატომ აგირჩიე.
როცა უბრალოდ აგირჩიე,
სალაპარაკოდ.
ჩემი პასუხი-
არასოდეს იქნება დუმილზე მეტი.
არც ჩემი თვალები იქნება ამაზე მწვანე.
არც ეს ბაღი - ამაზე მშვიდი.
არც ეს საღამო აღარ იქნება.
არც ეს ჩურჩულით ნათქვამი მთვარე.
არც ეს ნიავი, შენ და ძეწნას, თმას რომ გიწეწავთ.
არც ეს პოეტი შადრევები იცეკვებენ
ამგვარად ფოქსტროტს.
შენ კი იქები!
შენ იქნები ყველაზე ბავშვი,
შენ იქები ყველაზე უკეთ.
შენ იქები თუნდაც ამ ლექსში.
თუნდაც ამ ხესთან,
თუნდაც ამ სკამზე.
და ბავშვივით გემახსოვრება-
როგორ ჩურჩულებდა ვიღაცა ახლოს.
როცა ირგვლივ არავინ იყო.
როგორ ეჭირა შენი ხელი.
როცა ირგვლივ არავინ იყო.
როგორ იგრძენი ვიღაცის წასვლა
როცა ირგვლივ, ისედაც არავინ იყო.
და როგორ შეიცვალე...