Litclub.ge

სიყვარულიდან
სიყვარულიდან გარდამოვედი 
ვარდ-ყვავილებით გადაპენტილი. 
არაფერი ვარ გარდა პოეტის, 
მე ქვეყნის ზურგზე ერთი წერტილი. 
არაფერი ვარ ლექსის გარეშე 
და შთაგონებას ვეძებ ალებით 
თუ პოეზიით არ გავილეშე?! 
განწირული ვარ! არ გებრალებით? 
სიყვარულიდან იშვა სამყარო 
და სიძულვილსაც უნდა ატანა 
უფლის თვალებმა მინდა დამღალოს 
ცას,რომ სხივებად გამოატანა 
არაფერი ვარ! გარეშე კალმის 
ჩემი სიცოცხლე პოეზიაა, 
გულს მახევს მუზა,როგორც ეკალი 
უკვდავების წყალს რომ ეზიარა. 
არაფერი ვარ! გარეშე ლექსის, 
სადღაც მთავრდება ჩემი მიზნებიც... 
მოვა დრო როცა უფლის თვალებში, 
მე ცრემლებივით შევიხიზნები.