ჯამაათზე, შამილის კალთაში,
კატამ კინთებ* დაჰყარა
და
დაიძინე ტკბილად ქალავ,
ამ ღამ მზე მოვ, დაგფარავს
და
მოგახურებს თბილ ოცნებებს,
ჯერ ხომ ისე პატარა ხარ
ტუჩით ებრძვი
ძუძუს, წყაროს - კვების,
ნანი, ნანატრა ხარ,
ტკბილად იძინ ქვემოთ ქუჩა
ირწევ,
შენაც თანდათანა,
იზრდებ შვილო, თეთრი კბილი
წითელ ტუჩთან ალმასად გაქ,
ნანი, ნანი, ნანატრ ქალავ-
მამა ხელით გვარცხნის დალალს,
მამის ამბორს არც რა უჭირს,
ვაი მამას, როცა ქალას-
სულ სხვა ვაჟი გაგოგმანებს,
სულ სხვა გასეირნებს ქალაქს.
დაიძინე,
ამ ღამ მზე მოვ,
კინთებ კატამ, ჯამაათთან,
შამილს კალთას დაუყარა,
ტკბილად იძინ, მზეი დაგყვას.
*კინთებ - კნუტები