წუხელაც სიყვარულზე ვსაუბრობდით,
შენს მხარზე ბავშვივით რომ ჩამეძინა,
არ ვიცი სხვას სხვისგან რა უნდა და...
მე კი ახლაც მახსოვს, ამას წინათ
გრძნობებს პირობით რომ მპასუხობდი,
თითქოს და დიდი საქმე იყო,
ბოლომდე რომ არ ასრულებდი,
რასაც მპირდებოდი სიტყვის მიღმა...
ახლაც შენზე ფიქრებს ავეკიდე,
სულში აირია ამინდები,
ნეტავ, მერემდენე ღამეს კიდევ
ლექსებს ხურდასავით დამპირდები.
ნეტავ, მერამდენე ღამეს კიდევ
ლამაზ სიზმარივით აგიტაცებ,
ახლაც შენი ბოლო ლექსი მიდევს,
ცხოვრებით დამტვერილ მაგიდაზე...