Litclub.ge

სარკიდან მებუტება ორეული
"მამაკაცებისთვის სიყვარული- 
ეს სიცოცხლის ნაწილია, 
ქალებისათვის კი- 
მთელი ს ი ც ო ც ხ ლ ე."- 
ჯორჯ ბაირონი. 

სარკიდან მებუტება ორეული, 
ვეღარ ვერთვი დილას აღმაფრენით, 
გახდი უცაბედად შორეული- 
შენი აღარ მესმის არაფერი... 

შენი აღარ მესმის არაფერი, 
შენზე ფიქრით სივრცეც დაიღალა, 
ნუთუ წარსულს ძღვენად გადაეცი- 
ერთად ყოფნა,ფიცი,ნარიყალა?! 

ნუთუ თავს ტყუილად მაყვარებდი, 
ნუთუ შენში გრძნობის სიმცირეა?! 
მზე ბრდღვიალებს, 
მაგრამ უშენობით 
მცივა, 
ვიყინები, 
ს ი ცი ვ ე ა... 

*** 
გრძნობა გვიზიდავდა, 
ვნება გვაშორებდა, 
ერთად დავდიოდით 
მაინც ქაშუეთთან... 
ხან ვმხიარულობდით, 
ხანაც ვკამათობდით, 
დრო კი 
თ ა მ ა შ ო ბ დ ა 
ბედის კამათლებით.... 
მე ახლაც შევხარი ხეებს კვირტებიანს, 
გულში კი გრძნობები ისევ ინთებიან... 
................... 
ისევ ღუღუნებენ მტრედების გუნდები, 
მე კი თუ დაგტოვებ, 
ა ღ ა რ 
დ ა ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი ! . . . 

*** 
შენებური ხასიათი დამჩემდა, 
შენებური სილაღითა ვხარობ... 
ერთხელაც არ დავიჩივლებ გამჩენთან 
რომ ჩემს ნაცვლად სულ სხვა შეიყვარო... 

ერთხელაც არ დავიჩივლებ გამჩენთან, 
თუ კი ბედი უშენობას მარგუნებს; 
რადგან სული შენი ჩემთან დარჩება - 
და... 
ბოლოს , 
ისევ, 
ჩემსკკენ 
შ ე მ ო გ ა ბ რ უ ნ ე ბ ს !...