Litclub.ge

*ბიოგრაფია (გ.პ)
პოეტი და დრამატურგი.

ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წელს, წერდა თამარაშვილის ფსევდონომით. მისმა ლირიკულმა ლექსებმა კომპოზიტორთა ყურადღება მიიპყრო. მასთან თანამშრომლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, ოთარ თევდორაძე და სხვები. მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის "ჰიმნი სიყვარულს", "მიმღერე რამე", "სადაც გინდა, იქ ილოცე", ბიძინა კვერნაძის "გაზაფხულდა", ოთარ თევზაძის "ობელისკები" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა და დღეს არა მხოლოდ თბილისის ჰიმნად, საქართველოს სავიზიტო ბარათადაც იქცა.
პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები", "ბაში-აჩუკი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "აბეზარა", "მხიარული რომანი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "განგაში", "მიმინო" და სხვა. ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი.
დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.