Litclub.ge

რა უფერულად დაგვაბერეს
რა უფერულად დაგვაბერეს, შენ, ჩემო ლექსო,
ამ დალეწილი სულის ნაწილო,
როგორ გაგწირო,
მე როგორ მოვსპო უღიმღამო სიცოცხლე შენი _
შენა ხარ ჩემი დამღუპველიც და გადამრჩენიც...
როგორ გაგწირო, დალეწილო სულის ნაწილო,
ჩემო ლამაზო სატანჯველო,
ჩემო ნუგეშო;
როგორ ვიცოცხლო ქვეყნად უშენოდ?!
როგორ გაგწირო,
ამ დალეწილი სულის ნაწილო?