Litclub.ge

გუგული
არ ვიცნობდი გუგულს და
დედამ მითხრა, რაც არის.
ასე არ მოიქცევა
ალბათ, დედინაცვალიც.

თურმე, შვილის გაზრდაზე
თავი რომ არ ეტკინოს,
კვერცხს სხვას უდებს ბუდეში, 
რომ გამოაჩეკინოს.

ახლა მე ის მაფიქრებს,
ჩვენს საათში რომ ბუდობს,
იმ გუგულმა კვერცხები
აქ ვის უნდა ჩუდოს?