აღდგომა დღეა,სამრეკლოზე ზრიალებს ზარი
და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.
ცოცხალს კლავს ღვინო და ისევე ცოცხლდება მკვდარი.
აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი.
აღარ ჩანს ქრისტე ამ ლოთებში, არც მისი ჯვარი.
არ ვიცი, ახლა ვის წინაშე დავენარცხები.
აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი
და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.
და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.
ცოცხალს კლავს ღვინო და ისევე ცოცხლდება მკვდარი.
აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი.
აღარ ჩანს ქრისტე ამ ლოთებში, არც მისი ჯვარი.
არ ვიცი, ახლა ვის წინაშე დავენარცხები.
აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი
და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.