Litclub.ge

ნაზუქები
ჩამოვიდა ბებიკოსთან
ქალაქიდან ზაზა ბიჭი.
უხარია ბებოს – უკვე
დიდი ხარ და რაღა მიჭირს!

დაახვედრა გამომცხვარი
გემრიელი ნაზუქები
– უფრო დიდი გაიზრდები,
ცოტა კიდეც გასუქდები!

გაახარა ბებოს ნახვამ
ზაზა ბიჭი, ზაზუკელა
და თონეში გამომცხვარმა
დაბრაწულმა ნაზუქებმა.