Litclub.ge

ჭადრაკი
თამაშობენ ჭადრაკს ძმები
და თან მოსდით კამათი.
სათითაოდ იძახიან:
- ქიში! ქიში! შამათი!

გიგამ მოკლა ლაზიერი,
ლექსომ – გიგას მხედარი.
გაცხარდნენ და მეფის გარდა
ვეღარაფერს ხედავენ.

ქეთი ამბობს: - ვერაფერი
ვერ გავუგე ამათო,
ჩხუბობენ და როგორ უნდათ
მეფე დააშამათონ?!

დაარიგა: – რატომ ბრაზობთ?
ჭადრაკს ფიქრი სჭირდება.
თუ იჩხუბებთ, გამარჯვება
უფრო გაგიჭირდებათ!

ძმები მაინც გაჰყვირიან:
- საქმე მიგდის შავადო,
ხელი უშვი მაგ ფიგურას,
უნდა დაგშამათო!