ცა თითქოს უსმენდეს რუსთვლის გალობას,
მთვარე – ხმლის ნატეხი, ჩინარში ჩაესო,
ვარსკვლავებს იანვრის სურთ თებერვალობა,
ვუყურებ – ღამეა საუზენაესო.
სახლის წინ, ეზოში, ვდაგვარ და ვუყურებ
ცას. იქნებ ცაში მაქვს სხვა სახლი, სხვა ეზო!
ნეტავ, რას მანიშნებს ამდენი შუქურა!
ნეტავ, შენ რომელზე ბინადრობ, მაესტრო?!
ჯერ აქეთ ჩამოდი, ჯერ მოკვდავს მესტუმრე –
ხომ გინდა, ცის კონცერტს მიწაზე დაესწრო!
ჩამოდი, ღამეა მთლად ფანტასტიური,
ღამეა საშენო – საუზენაესო.