ცრუ ვარ მე.
მე მოგატყუე დედაჩემო, როცა დავიბადე
და ყველა მართალ იმედს ახლა ერთად გიცრუებ.
მე მოგატყუე ჩემო ცოლო,
ძმებთან საუზმისას ზღაპრად მოგიტყუე
და შენც მოგატყუე ლამაზო სამშობლოო,
ძმებთან სადილისას სიკვდილი გიმღერე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ღრუბლის ღობეს ამოვეფარე,
ვარსკვლავების ხმიადს გაწვდიდით,
როცა გაძეხით და დაიძინეთ,
შემოვედი და თქვენს ეზოში დავთესე ღამე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ისევე, როგორც სევდა გავიტყუე
და ლექსი მოვიტყუე –
ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.
და თქვენც გატყუებდით სიყრმის ოცნებანო,
უსაშველოდ გატყუებდით,
მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით,
რომ ვახშმობისას,
როცა სიმართლე მომშივდება,
როცა შიმშილი გახდება გაუსაძლისი,
მე მართლა გავთლი პატარა ნავს,
მართლა შევაცურებ ქარიშხლიან ზღვაში,
ჩავწვები შიგ
და თვალს მოვატყუებ.
მე მოგატყუე დედაჩემო, როცა დავიბადე
და ყველა მართალ იმედს ახლა ერთად გიცრუებ.
მე მოგატყუე ჩემო ცოლო,
ძმებთან საუზმისას ზღაპრად მოგიტყუე
და შენც მოგატყუე ლამაზო სამშობლოო,
ძმებთან სადილისას სიკვდილი გიმღერე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ღრუბლის ღობეს ამოვეფარე,
ვარსკვლავების ხმიადს გაწვდიდით,
როცა გაძეხით და დაიძინეთ,
შემოვედი და თქვენს ეზოში დავთესე ღამე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ისევე, როგორც სევდა გავიტყუე
და ლექსი მოვიტყუე –
ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.
და თქვენც გატყუებდით სიყრმის ოცნებანო,
უსაშველოდ გატყუებდით,
მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით,
რომ ვახშმობისას,
როცა სიმართლე მომშივდება,
როცა შიმშილი გახდება გაუსაძლისი,
მე მართლა გავთლი პატარა ნავს,
მართლა შევაცურებ ქარიშხლიან ზღვაში,
ჩავწვები შიგ
და თვალს მოვატყუებ.