როიალს უკრავს ვიღაც.
მწუხრი ცას აძრობს ნიღაბს.
დროებში მხიბლავს მწუხრი,
როგორც სიტყვებში «მიყვარს».
მწუხრი აუყვა კიბეს,
რომელიც ჩრდილებს იფენს
და დღე იმსხვრევა, როგორც
მუჭში ფოთოლი მყიფე.
მზეა ჭრილობის მსგავსი _
ბოლო ნაბიჯებს დგამს ის,
მაღლა ვიღაცა უკრავს
და ქუჩებს აწვიმს ბრამსი...