Litclub.ge

სიბერე
ტოტემები, ტომები, 
ტაბუ და ფანტომები 
და ლანდები - მარდები, 
კლდიდან კლდეზე მხტომები, 
ყდადამცვდარი ტომები, 
ტომები და ტომები 
ამ ბოლო დროს 
უფრო მძაფრად 
რატომ მახსოვს, ტომ? 

,,- ტომ! 
პასუხი არ არის" 
ტომ! 
პასუხი არ არის, 
სხვაც არ მეხმიანება... 
რატომ?! 
ამიტომ.