ჩართეთ მუსიკა!
და მეც -რითმებში გახლართული მარიონეტი
წარმოდგენას დავდგამ თქვენთვის.
ვიქნები მიწის საკუთრება
და ცის ნაგლეჯი...
ემოციებად გადმოღვრილი
მდინარის წყალი
და უძრაობით მოღლილი ლოდი...
ვიქნები მიწა,
მაგრამ თესლს ვერ გავაღვივებ
და ვერ მოვიყვან პურს თქვენთვის...
ვიქნები ქალი,
რომელსაც მუდამ ცისკენ უჭირავს თვალი
და კაცი,
რომელიც წელზე ქამარივით შემოგირტყამთ...
ვიქნები გამოღვიძებული ჯულიეტა,
რომელიც სისხლდაშრეტილი რომეოს ლანდთან
თავს არ მოიკლავს...
ჩართეთ მუსიკა!!!