Litclub.ge

*** ეს მერამდენედ
ეს   მერამდენედ   ჩამორეკეს    მწუხრის   ზარებმა,
რა   უღიმღამოდ   ჩაილალა   სანათი  ძველი,
ხანდახან    ვფიქრობ,   ყოველივე   არის   ზმანება,
ზღაპრის   გმირი   ვარ   და   უმთავრეს   სასწაულს   ველი.

ლაჟვარდის   წვეთი   მივასხურე    მხურვალე    პეშვით
პირველ    სიყვარულს,    პირველ   თრთოლას   და   პირველ   კდემას,
ო,   ცისიერო,   მომაშველე   ციდან   ნუგეში,
ბავშვობაც   მოკვდა,   დედაც   მოკვდა ,   ზაფხულიც   კვდება...

მშფოთვარე    ვნებებს   შუაღამით    ვიღაცა   მაცლის,
რამდენჯერ    გული   სინანულის   ცრემლმა   დანამა
და   აღარ    მახსოვს ,   როგორ   ვიქეც    ცოცხალი   კაცი
მოსიარულე   სასაფლაოდ   და    ცივ   აკლდამად..
რა   უცნაურად   მომიხურეს   დღეებმა   კარი,
ხსოვნის   აკლდამას   აშრიალებს   ღამე   და   ქარი...