Litclub.ge

*** მეც აქ შემთხვევით
მეც   აქ   შემთხვევით,   უნებლიეთ   შემოვიარე,
აგერ   წყაროზე   გავიგრილებ   მხურვალე   ბაგეს
და   მერე   ისევ   შევუყვები   დასავლის   მხარეს
ჩემი   ხრიოკა   ვირითა   და   ღარიბი   ბარგით.
შორს   მზის   თაკარა   შეენთება   მრუდე   ხერხემალს -
გაწოლილია   ცხელ   ქვიშაზე    უდაბნო - გველი,
უფლის   განაჩენს   ჩემი   ღელვა   ვერ   შეეხება,
ბედმა   მიწერა ,   აქაური   მეყლაპა   მტერი.

როგორც   ბაწარი,   წინ   მიგდია    გზები   და   შარა,
ცა   იდუმალი    მერამდენედ   დალალს    გაიშლის,
აქ    რომ   შევჩერდი,   იმ   წუთების   აღსანიშნავად
მე,   სხვათა   შორის,   ყოველგვარი   ზრახვის   გარეშე

ჩემი   ლექსები   მივაწერე   სოფლის   გალავანს,
ფოლიანტებში    მომიხსენონ    ღირსი   არა   ვარ...