თვალებზე ცრემლი! ზარი
სიყვარულის და რისხვის!
ჩეხეთი ცრემლიანი!
ესპანეთს ღებავს სისხლი!
ჰოი, შავი მთა როა,
არ ლანდავს შუქი მცირეც!
დროა, შემოქმედს, დროა,
რომ ვუბრუნებდე ბილეთს.
ჩემი უარი - ყოფნას.
უგუნურებთან ერთად
ჩემი უარი - დგომას.
ნავსად შერწყმული.
პირველ ყლორტივით ნატიფი, თხელი,
ხოლო თვალები - ამოდ ურგები!-
წყვილი მორევი - წარბების ფრთებით
შენასუდრები.
მე ამ რაინდის სახით ვერთგულებ
ყველას, ვინც შეხვდით უშიშრად სიკვდილს! –
ჟამს მრისხანების , ვინც თხზავს სტრიქონებს
და საჯალათო კუნძისკენ მიდის.